logo_geo
კევინ სპეისი კინოში ბრუნდება
- +

23 მაისი. 2021. 12:57

 

 

ამერიკელი მსახიობი, სერიალის „ბანქოს სახლი“ ვარსკვლავი კევინ სპეისი, გახმაურებული  სკანდალების შემდეგ კინოში ბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა „The Telegraph“ წერს.

 

კევინ სპეისი ფილმში  „L'uomo che Desgno (The Man who drew God)“ დეტექტივის როლს შეასრულებს, რომელიც პედოფილიასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს.

 

ფილმის რეჟისორი ფრანკო ნერო იქნება.

 

30 ოქტომბერს მსახიობმა ენტონი რაპმა, ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ამ ამბიდან მალევე, კომპანია „Netflix“-მა სერიალ „ბანქოს სახლის“ ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა.

 

 

big_banner
არქივი