logo_geo
ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადის ტარების წესის დარღვევის დააჯარიმეს
- +

23 მაისი. 2021. 14:03

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი ხალხმრავალ შეკრებაზე პირბადის გარეშე გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

 

ამასთან, ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მონაწილეობით შეკრება მას შემდეგ შედგა, რაც იმ რეგიონში კორონავირუსის „ინდური“ შტამის ექვსი შემთხვევა დადასტურდა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში COVID-19-ის 16 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 448 ათასს აღემატება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი