logo_geo
აშშ-ში სტრიპტიზ-კლუბში ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს
- +

23 მაისი. 2021. 14:24

 

 

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მდებარე ერთ-ერთი სტრიპტიზ-კლუბის სტუმრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუკეთებენ. ამის შესახებ გამოცემა Insider წერს.

 

გამოცემის ცნობით, COVID-19-ზე ვაქცინაციის პუნქტი კლუბ „Hustler“-ში გაიხსნა.

 

კლუბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მათთან აიცრებიან, სტრიპ-კლუბში სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ. კერძოდ, კლუბში ვაქცინირებულებს უფასოდ გადაეცემათ თითო ბოთლი ლუდი, ერთი ცეკვა და სხვა პრიზები.

 

„ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ იმისათვის, რომ COVID-19-ზე ვაქცინაციას ხელი შევუწყოთ, იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ინდუსტრია ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა სტრიპტიზ-კლუბის ხელმძღვანელმა, ჯეისონ მონიმ.

 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ვაქცინაციას ყველა 12 წელს გადაცილებული პირი ექვემდებარება, სტრიპ-კლუბში მხოლოდ 21 წელზე უფროსი ასაკის პირებს აცრიან.

 

„Hustler“-ში ვაქცინაცია 16:00 საათიდან 19:00 საათამდე მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი