logo_geo
იტალიაში საბაგირო ჩამოვარდა - დაღუპულია ცხრა ადამიანი
- +

23 მაისი. 2021. 16:48

 

 

იტალიაში, პიემონტის რეგიონში, საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

 

ინციდენტი საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც სოფელ სტრეზას ტბა მაჯორეს სანაპიროზე და მონტერონეს მთასთან აკავშირებს. მგზავრებით დატვირთული საბაგირო გონდოლა დაახლოებით 1.5 ათასი მეტრის სიმაღლიდან მოწყდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  გონდოლაში 10-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი