იტალიაში, ლაგო-მაჯორეს ტბისა და მთის დამაკავშირებელი საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 9 დაღუპულის შესახებ. ადგილობრივი მედია წერს, რომ მგზავრებს შორის ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი არაა.