logo_geo
თეთრი სახლი: აშშ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ვაქცინების დოზებს გაუნაწილებს
- +

4 ივნისი. 2021. 10:34

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის ვაქცინის, სულ მცირე, 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს.

 

დაახლოებით 6 მილიონი დოზა გათვლილია რეგიონული პრიორიტეტებისა და პარტნიორებისთვის, რომელთა სიაში შედიან მექსიკა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზის სექტორი, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაერო-ს მუშაკები.

 

გარდა ამისა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 75% COVAX-ის საერთაშორისო მექანიზმს გადაეცემა.

 

„ვაქცინის მილიონობით დოზის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება აშშ-ის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ვალდებულებისადმი ერთგულებას წარმოადგენს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვაქცინების დოზების გლობალურ დონეზე განაწილების გეგმა შემდეგია: 19 მილიონი დოზა COVAX-ის საერთაშორისო მექანიზმისთვის, 6 მილიონი დოზა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკისთვის, 7 მილიონი დოზა აზიის რეგიონისთვის, 5 მილიონი დოზა აფრიკისთვის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი