logo_geo
ამსტერდამის არხებში ელექტრონავებს ტესტავენ
- +

4 ივნისი. 2021. 13:48

 

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას რობოტი ნავების მეშვეობით შეეცდებიან. ამის შესახებ „Associated Press“ წერს.

 

ნავები ელექტროძრავაზე მუშაობს, კომპიუტერულად იმართება და გარემოს ზიანს არ აყენებს. 4-მეტრიანი ნავის პირველი ეგზემპლარი ამსტერდამში უკვე გამოსცადეს.

 

ელექტრონავს შეუძლია საათში 6 კილომეტრამდე განავითაროს და დამუხტვის გარეშე 12-დან 24 საათამდე მუშაობს. მისი შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ნავები ელექტრო-ავტომობილებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.

 

ნავის ფინალური ვერსიის მისაღებად მის შემქმნელებს კიდევ სულ მცირე 2 წელი დასჭირდებათ.

 

https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/204616/amsterdamis-arkhebshi-eleqtro-navebs-testaven

 

 

big_banner
არქივი