logo_geo
სარდინიის სანაპიროდან ქვიშისა და ნიჟარების მოპარვის გამო, 40-ზე მეტ ადამიანს დაჯარიმება ემუქრება
- +

6 ივნისი. 2021. 10:48

 

იტალიის კუნძულ სარდინიის სანაპიროზე ქვიშისა და ნიჟარების მოპარვის გამო, 41 ადამიანს €3 000-მდე ჯარიმის დაკისრება ემუქრება, - ამის შესახებ BBC წერს.

 

იტალიური მედიის ცნობით, საუბარია 100 კილოგრამამდე ქვიშასა და ნიჟარებზე.

 

თეთრი ქვიშა, რომლითაც კუნძულია განთქმული, ამ სანაპიროების საგანძურად მიიჩნევა. 2017 წლის შემდეგ, სანაპიროების ქვიშით, კენჭებითა და ნიჟარებით ვაჭრობა აკრძალულია.

 

არაერთი ევროპელი ტურისტი სარდინიის პლაჟების ქვიშას სუვენირად ინახავს ან ონლაინ-აუქციონზეც კი ყიდის.

 

იტალიის პოლიციის ცნობით, სწორედ ინტერნეტსივრცეში განთავსებული განცხადებებით მიაგნეს კანონდამრღვევებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში, სარდინიის სანაპიროდან ქვიშის, კენჭებისა და ნიჟარების მოპარვისთვის, ჯამურად, €13 000-ის ღირებულების ჯარიმებია გამოწერილი.

 

 

 

big_banner
არქივი