logo_geo
„Apple“-ის თანამშრომელთა ნაწილი ოფისში სამუშაოდ დაბრუნების წინააღმდეგია
- +

6 ივნისი. 2021. 15:17

 

როგორც ჩანს, COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ოფისებში სამუშაოდ დაბრუნება ბევრს არ აქვს გეგმაში და ამაში „Apple“ უკვე რწმუნდება.

 

„The Verge“-ს ცნობით, კომპანიის 80-მდე თანამშრომელმა ტიმ კუკს წერილით მიმართა, რომელშიც „Apple“-ის თავკაცს დაბეჯითებით მოუწოდებენ, გადახედონ გეგმას, რომლის თანახმადაც სექტემბრიდან კომპანიის თანამშრომლები ოფისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ „Apple“-ის ადმინისტრაცია მათ აიგნორებს, როდესაც აცხადებს, რომ თანამშრომლებს სრული სამუშაო განრიგით დაბრუნება სურთ.

 

ჯგუფს, რომელიც კომპანიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ თანამშრომლებისთვის უნდა ეკითხათ, რამდენად სურდათ მათ დისტანციურად მუშაობის გაგრძელება, სხვა შემთხვევაში კი, მათთან შეთანხმებულიყო სამუშაოს მოქნილი გრაფიკი.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ეს „Apple“-სთვის, რადგან წერილის ავტორი თანამშრომელთა მცირე ჯგუფია.

 

უცნობია ისიც, თუ რა გავლენას იქონიებს დისტანციური მუშაობის მსურველთა მოსაზრება ტექნოლოგიური გიგანტის დანარჩენ თანამშრომლებზე.

 

ცნობისთვის, 3 დღის წინ „Apple“-მა გამოაცხადა, რომ დისტანციური მუშაობა შესაძლოა სექტემბერში დასრულდეს და კომპანიის თანამშრომლები ოფისებს დაუბრუნდნენ.

 

big_banner
არქივი