logo_geo
„საფრანგეთის პრეზიდენტზე დარტყმა საფრანგეთის რესპუბლიკაზე დარტყმას ნიშნავს“ - ფრანგი პოლიტიკოსები ემანუელ მაკრონზე თავდასხმას გმობენ
- +

8 ივნისი. 2021. 23:36

 

ფრანგი პოლიტიკოსები საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმას მკაცრად გმობენ.

 

„ჩემი მხარდაჭერა რესპუბლიკის პრეზიდენტს ამ მიუღებელი აგრესიის ფონზე. ძალადობას ადგილი არ აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა პარიზის მერმა, ან იდალგომ.

 

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, რიშარ ფერანი აცხადებს, რომ ძალადობის ფონზე, საფრანგეთის რესპუბლიკა ყოველთვის ერთად დადგება.

 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ასევე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონზე თავდასხმას.

 

„რესპუბლიკის პრეზიდენტზე თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე მიუღებელ დარტყმას ნიშნავს“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

 

 

მარინ ლე პენის თქმით, დაუშვებელია რესპუბლიკის პრეზიდენტზე ფიზიკური შეტევა.

 

 

„საფრანგეთის პრეზიდენტზე დარტყმა საფრანგეთის რესპუბლიკაზე დარტყმას ნიშნავს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონის პარტიის დეპუტატმა, ფრანსუა ჟოლივემ.

 

big_banner
არქივი