logo_geo
მედიის ინფორმაციით, ავღანეთში ბრიტანულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ათი წევრი მოკლეს
- +

9 ივნისი. 2021. 11:52

 

 

ავღანეთში ბრიტანულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია HALO Trust-ის ათი წევრი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაღლანის პროვინციაში მოხდა.

 

ამასთან, ჯერჯერობით დაუდგენელმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა საქველმოქმედო ორგანიზაციის 16 თანამშრომელი დაჭრეს.

 

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თარიქ არიანმა მომხდარში ორგანიზაცია „თალიბანი“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მსხვერპლთა შორის ყველა ავღანეთის მოქალაქე იყო. თავის მხრივ „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიდულა მუჯაჰიდმა უარყო თავდასხმასთან ორგანიზაციის რაიმე სახით კავშირი.

 

HALO Trust განაღმვით სამუშაოებზე ორიენტირებული ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე 1988 წლიდან მოქმედებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი