logo_geo
დნეპრის მერი სააკაშვილის ექსტრადირებას და ნარკოტიკებზე შემოწმებას მოითხოვს
- +

27 ნოემბერი. 2016. 20:15


დნეპრის მერი ბორის ფილატოვი უკრაინიდან ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველო ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს. ამის შესახებ ფილატოვი facebook-ის პირად გვერდზე წერს. როგორც ფილატოვი აღნიშნავს, მას სააკაშვილის მიერ 27 ნოებერს კიევში გამართულ მიტინგზე ნათქვამი სიტყვები არ მოეწონა. კერძოდ ის, რომ ექს-გუბერნატორი ქვეყნის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგია.


სააკაშვილი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაცია - ეს არის გზა, რომელიც უკრაინას მექრთამეობამდე მიიყვანს.


როგორც ფილატოვი აღნიშნავს, თუკი სააკაშვილი მართლაც ასეთებს საუბრობს, თავადაც ჩაეწერება მათ რიცხვში, ვინც სააკაშვილის ექსტრადირების მომხრეა. დნეპრის მერი ასევე სააკაშვილის ნარკოტიკებზე შემოწმებას ითხოვს.

 

 

 

big_banner
არქივი