logo_geo
საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრიკაში ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს
- +

12 ივნისი. 2021. 03:01

 

 

საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრიკაში ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი ავრცელებს.

როგორც პარლი აცხადებს, სპეცოპერაციის შედეგად, 5 ივნისს, ალ-ქაიდას 3 წევრთან ერთად, მოკლეს ტერორისტი ბაიე ბაკაბოც, რომელიც, მისივე თქმით, 2013 წელს ორი ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი.

 

ჟურნალისტები კლოდ ვერლონი და გისლენ დუპო გაიტაცეს და დახვრიტეს MNLA თუარეგ-ის სეპარატისტული ჯგუფის წევრთან გასაუბრების შემდეგ მალის ჩრდილოეთით, 2013 წლის ნოემბერში.

 

პარიზის პროკურატურამ ბაკაბო ჯერ კიდევ 2013 წელს დაასახელა ბრალდებულად მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების ცხედრების მახლობლად მისი პიკაპის სატვირთო მანქანა უდაბნოში მიტოვებული იპოვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი