აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე. შევთანხმდით, რომ დიპლომატიურ ქმედებებში ვიქნებით ჩართულნი მინსკის შეთანხმებების შსასრულებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.