logo_geo
ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

20 ივნისი. 2021. 10:26

 

უგანდელ სპორტსმენს, რომელიც იაპონიაში, ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს. „ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული „AstraZeneca“-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PჩR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.

 

ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, საერთაშორისო ვიზიტები აკრძალულია, თუმცა, 21 ივნისს მათ უნდა გადაწყვიტონ, მისცემენ თუ არა, შეზღუდული რაოდენობით, ადგილობრივ გულშემატკივრებს ღონისძიებაზე დასწრების უფლებას.

 

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.

 

big_banner
არქივი