logo_geo
26 ივნისიდან ესპანეთის ღია სივრცეებში პირბადის გარეშე იმოძრავებენ
- +

20 ივნისი. 2021. 13:11

 

 

ეს ბოლო შაბათ-კვირაა, როდესაც ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადეს ატარებენ. 26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უქმდება.

 

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განაცხადებით, მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი ინიციატივის დასამტკიცებლად 24 ივნისს შეხვდება.

 

გასული ზაფხულის შემდეგ, ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება ექვს წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო იყო. გამონაკლისს მხოლოდ გარეთ ვარჯიში წარმოადგენს.

 

 

big_banner
არქივი