logo_geo
ტოკიოში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება
- +

21 ივნისი. 2021. 00:54

 

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ორშაბათიდან საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება, კერძოდ კი, ბარ-რესტორნებში ალკოჰოლის მიღება გახდება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NHK ავრცელებს.

 

ალკოჰოლური სასმელების მიღება რესტორნებში გარკვეულ პირობებში იქნება შესაძლებელი: საღამოს 7 საათამდე ინდივიდუალური სტუმრებისთვის ან ორკაციანი ჯგუფისთვის 90 წუთის განმავლობაში. ბარ-რესტორნები საღამოს 8 საათზე დაიხურებიან.

 

„საზოგადოებრივი კვების მეწარმეებისთვის ძნელია საკუთარი ბიზნესის წარმოება ალკოჰოლის გაყიდვის გარეშე. მე გავითვალისწინე სხვადასხვა ადამიანის რჩევა და ეს რთული გადაწყვეტილება მივიღე“,- განაცხადა ოსაკის პრეფექტურის გუბერნატორმა, იოშიმურუ ჰიდოფუმიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი