logo_geo
მარკ ცუკერბერგი: სმარტფონების ერა სრულდება
- +

24 აპრილი. 2017. 17:45



მიმდინარე კვირას სან-ხოსეში გამართულ Facebook-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, მარკ ცუკერბერგი კიდევ უფრო ამბიციური ჩანდა. სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, საზოგადოებას მომავალი 10 წლის გეგმა გააცნო, რომელზე მუშაობაც კომპანიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.


2026 წლისთვის, „Facebook-ის პლანეტაზე" უკვე ყველა ადამიანს ექნება წვდომა ინტერნეტზე, მათ შორის უმეტესობას, Facebook-ის ახალი პროექტის წყალობით. კომპანია მოცემულ მომენტში ჭკვიანი სათვალის შექმნაზეც მუშაობს, რომელის დიზაინიც ყოველდღიური სათვალის მსგავსი იქნება.


გარდა ამისა, სოციალური ქსელის დამფუძნებელის თქმით, ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ მომავალში, კომპიუტერებს ისევე მარტივად გავესაუბრებით, როგორც ახლა ჩვენს მეგობრებთან ვამყარებთ კომუნიკაციას.


სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის ეს სიუჟეტი ნაცნობი იქნება, თუმცა, დანარჩენებისთვის ვიტყვი, რომ Facebook-მა მომავალი სმარტფონების, ტელევიზორებისა და ტაბლეტების გარეშე იწინასწარმეტყველა.


ამ ახალ სამყაროში, კომპიუტერული პროგრამები ეკრანის გარეშე, ჩვენს თვალწინ გამოჩნდება, ბეჭდვას კი ტვინის დახმარებით შევძლებთ.


აღნიშნული რეალობა გახსნის კიდევ ერთ კარს ახალ, უფრო მეტად გიჟურ მომავალში, სადაც Facebook ან ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური კომპანია იქნება შუამავალი ჩვენს ფიქრებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შორის.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი