logo_geo
აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი 90%-ით დაასრულა
- +

6 ივლისი. 2021. 20:48

 

 

აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი 90%-ით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

 

შშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში ასევე აცხადებენ, რომ აშშ-მა შვიდი ობიექტი ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად გადასცა.

 

2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს.

 

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი