logo_geo
Bloomberg: ევროკავშირში მოსახლეობის 50% სრულად ვაქცინირებულია
- +

6 აგვისტო. 2021. 00:29

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.27 მილიარდს გადააჭარბა.

 

შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

 

ვაქცინაცია სულ 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 42 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 27%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

 

ყველაზე მეტი 1.7 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ინდოეთი მოჰყვება 488 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 479 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 348 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 40 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%, აშშ-ში 49%, დიდ ბრიტანეთში კი 58%.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი