logo_geo
ბოლო 24 საათში საბერძნეთში ხანძრის 98 ახალი კერა გაჩნდა
- +

7 აგვისტო. 2021. 02:29

 

 

ბოლო 24 საათში საბერძნეთში ხანძრის 98 ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის საკითხში მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა.

 

„დღეს კიდევ უფრო მძიმე დღე იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხანძრის 98 ახალი კერა გაჩნდა. საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო თავდაცვის ძალები ხანძრის 154 კერას აქრობდნენ“, - აღნიშნა ნიკოს ხარდალიასმა.

 

სამოქალაქო თავდაცვის საკითხში მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა რესურსი მოაბილიზა.

 

საბერძნეთში 100-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი