logo_geo
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში „თალიბანის“ 360 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს
- +

10 აგვისტო. 2021. 14:52

 

 

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში „თალიბანის“ 360 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. ოპერაცია ნანგარჰარის, კუნარი, ლოჰარის, პაქტიის, ყანდაღარის პროვინციებში ჩატარდა.

 

სპეცოპერაციის განხორციელებისას დაშავდა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების 145 თანამშრომელი.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს დაჯგუფება „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში, რომელიც სამი დღე გაგრძელდება. გასული დღეების განმავლობაში დაჯგუფებასა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. დაჯგუფება „თალიბანმა“ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ავღანეთის ექვს რეგიონალურ დედაქალაქზე დაამყარა კონტროლი. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ყუნდუზია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დამაკავშირებელ კარიბჭეს წარმოადგენს.

 

ადგილობრივი ხელისუფლებს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ქალები.

 

 

big_banner
არქივი