logo_geo
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1400-ს გადააჭარბა
- +

17 აგვისტო. 2021. 10:26

 

 

ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში უკვე 1 419 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 6 900 ადამიანი. ამ დრომდე უცნობია დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა. ამასთან, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაიწყო, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გაართულებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ სტიქია მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს.

 

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.

კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი