logo_geo
ვიქტორ იანუკოვიჩი მოღალატედ ცნეს
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:47



უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის  აგრესიის ხელშეწყობაში დასდო ბრალი.


ამის შესახებ ლუცენკომ კიევის რაიონულ სასამართლოში გააკეთა.

 

„როგორც გენერალური პროკურორი მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 თავის 111-ე და 278-ე მუხლების შესაბამისად და გატყობინებთ, რომ თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სახელმწიფო ღალატში, რუსთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანმიმართული ქმედებების ხელშეწყობაში, რაც მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შეცვლისკენ, უკრაინის კონსტიტუციის დადგენილი წესრიგის დარღვევისა და აგრესიული ომის წარმოებისკენ",  - განაცხადა ლუცენკომ.


 

big_banner
არქივი