logo_geo
მიუნხენში აფეთქება მოხდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 17:43

 

გერმანიაში, მიუნხენში, დონერსბერგერ ბრუექეს რკინიგზის ხალხმრავალ სადგურთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ CNN  წერს.

 

პოლიციით ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამინი დაშავდა. აფეთქება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

„ამ დროისთვის, არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის რაიმე მტკიცებულება“, - აცხადებს პოლიცია.

 

ზონა ლენტითაა შემოსაზღვრული და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

big_banner
არქივი