logo_geo
ჯანმოს მთავარი მეცნიერი: ვაქცინის უთანასწორობასა და კორონავირუსის ახალი ვარიანტების განვითარებას შორის აშკარა კავშირი არსებობს
- +

3 დეკემბერი. 2021. 21:22

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ ვაქცინის უთანასწორობასა და კორონავირუსის ახალი ვარიანტების განვითარებას შორის აშკარა კავშირი არსებობს.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდანვე აცხადებდა ამას. ეს არ იყო მხოლოდ იმის გამო, რომ თანასწორობა ეთიკურ საკითხს ეხება. ეს სამეცნიერო და ეპიდემიოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

 

სუმია სვამინათანის თქმით, როდესაც ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, საბოლოოდ ახალი ვარიანტები ჩნდება და ეს პროცესი გაგრძელდება.

 

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომავალში გავავრცელებთ, როგორც ვაქცინას, ასევე დიაგნოსტიკის საშუალებებსა და წამლებს, რადგან პრეპარატები საჭირო იქნება ადამიანების ავადმყოფობისგან გადასარჩენად“, - განაცხადა მან.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

 

 

 

big_banner
არქივი