logo_geo
Google-მა თანამშრომლებს ვაქცინაცია მკაცრად მოსთხოვა
- +

21 დეკემბერი. 2021. 00:54

 

Google-მა, თანამშრომლებისაგან Covid-19-ის საწინააღმდეგო პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვა მკაცრად მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანამშრომელს ხელფასის შემცირება ან გათავისუფლება ემუქრება.

 

CNBC-ის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ცხადყო, რომ Google-ის მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმით თანამშრომლებს მათი ვაქცინაციის სტატუსის წარდგენა ან იმის დამტკიცება მოეთხოვებათ, რომ სამედიცინო ან რელიგიური თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენენ.

 

CNBC-ის ინფორმაციით, 3 დეკემბრის შემდეგ Google-ი ეტაპობრივად ყველა თანამშრომელს დაუკავშირდება და მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გააცნობს. ამ თანამშრომლებს დამატებით ვადა 18 იანვრამდე მიეცემათ, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა კატეგორიის პოზიციებზე განაწილდებიან. თავდაპირველად ხელფასი შეუმცირდებათ, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

 

 

big_banner
არქივი