logo_geo
ჯანმო-ს დირექტორმა 2022 წელს პანდემიის დასრულების პირობა დაასახელა
- +

21 დეკემბერი. 2021. 13:22

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა 2022 წელს პანდემიის დასრულების პირობა დაასახელა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია 2022 წელს შეიძლება დასრულდეს, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% აიცრება.

 

„თუ გვსურს, რომ პანდემია მომდევნო წელს დასრულდეს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ და 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია.

 

 

big_banner
არქივი