logo_geo
ისრაელის პრეზიდენტი: ირანი შენელებული მოქმედების ბომბია, რომელიც ისრაელსა და მთელ ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის
- +

22 დეკემბერი. 2021. 21:06

 

„ირანი შენელებული მოქმედების ბომბია, რომელიც ისრაელსა და მთელ ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა.

 

„ირანი შენელებული მოქმედების ბომბია, რომელიც ისრაელსა და მთელ ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის. ეს საკითხი ისრაელსა და მის ხელმძღვანელობაში კონსენსუსის საგანია. ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს ვაკვირდები და საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ, ბრმად არ მიიღოს გადაწყვეტილება და არ უგულებელყოს სერიოზული საფრთხე. ბირთვული ირანის საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა განეიტრალდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

 

23 ნოემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

 

 

big_banner
არქივი