logo_geo
დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 119 789 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

23 დეკემბერი. 2021. 21:02

 

 

დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 119 789 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

 

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსსს 147 ადამიანი ემსხვერპლა. წინა ანტირეკორდი ქვეყანაში გუშინ, 22 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსი 106 122 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში ორჯერადად 47 210 053 ადამიანია აცრილი, „ბუსტერ დოზა“ კი 31,6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.

 

 

big_banner
არქივი