logo_geo
ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე 12 წლის გოგონა, რომელმაც აიშტაინისა და ჰოკინგის შედეგი გააუმჯობესა
- +

10 მაისი. 2017. 00:26



Inidia Today-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი 12 წლის რაჯაგაური პავარია. ინდოელმა გოგონამ ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელ ტესტში (IQ) 162 ქულა მიიღო. ამით კი გოგონამ ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგის შედეგი გააუმჯობესა. ტესტირება მანჩესტერში ჩატარდა. ფიზიკოს ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგს ამ ტესტში 160 ქულა აქვთ მიღებული. რაჯაგაურს მაღალი კოეფიციენტის მქონე ადამიანების საზოგადოებაში Mensa-ში გაწევრიანება შესთავაზეს.


„მე უბრალოდ, მთელ მსოფლიოს ვგრძნობ და ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ  წარმოვადგენგენ ინდოეთს უცხო ქვეყნის სულით და ასეთ შედეგს ვაღწევს" - ამის შესახებ რაჯაგაურიმ The Indian Express-ს განუცხადა.


მსოფლიოში 20 ათას ადამიანს შორის ის ერთადერთია, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.


„ტესტის დაწყებამდე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ძალიან კარგი იყო და მოხარული ვარ, კარგად შევასრულე",- ამბობს ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე 12 წლის გოგონა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი