logo_geo
დევიდ ბექჰემი თავისი კომპანიის 55%-იან წილს ყიდის
- +

3 იანვარი. 2022. 12:08

 

ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი თავისი კომპანიის, „DB Ventures“-ის 55%-იან წილს დაახლოებით 200 მილიონ გირვანქა სტერლინგად ყიდის. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

 

„DB Ventures“-ის გადამწყვეტი წილის მფლობელი კომპანია „Authentic Brands Group“ გახდება. „Authentic“, რომელსაც ფეხბურთელმა მისი კომპანიის უდიდესი წილი მიჰყიდა, „Juicy Couture“-ის მოდის ბრენდს ფლობს.

 

„DB Ventures“-ის წლიური მოგება 2019 წელს 11,5 მილიონ გირვანქამდე განახევრდა წინა წლის 23,2 მილიონი გირვანქიდან.

 

 

big_banner
არქივი