logo_geo
Süddeutsche Zeitung: უკრაინამ გერმანიას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
- +

5 თებერვალი. 2022. 13:25

 

„უკრაინამ მიაწოდა გერმანიას იმ შეიარაღების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც სურს“, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung წერს.

 

მისი ინფორმაციით, კიევი ითხოვს საშუალო სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებს, გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, უპილოტო საფრენ აპარატების საწინააღმდეგო რადიოელექტრონულ გადასატან კომპლექსებს, მიკროტალღური იარაღის სისტემებს, ელექტრონულ რადიოლოკაციურ სისტემებს და სხვა ტიპის შეიარაღებას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საუბარია მხოლოდ „თავდაცვით შეიარაღებაზე“.

 

გერმანიის მთავრობა ამ დრომდე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობდა, რამაც გამოიწვია კრიტიკა როგორც უკრაინის, ასევე ნატოში გერმანიის პარტნიორების მხრიდან. Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, მიმართვაში უკრაინა მოუწოდებს გერმანიას, მათი თხოვნა „უმოკლეს პერიოდში“ განიხილოს.

 

6 თებერვალს უკრაინას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, 14 თებერვალს კი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა.

 

 

big_banner
არქივი