logo_geo
ნეპალი ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
- +

8 თებერვალი. 2022. 12:04

 

 

ნეპალში, ჰუმლას დასახლებაში, რომელიც ნეპალს ეკუთვნის, ჩინეთის მთავრობამ შენობები ააშენა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ბრიტანეთის მაუწყებელი ოფიციალური კატმანდუს შარშანდელ მოხსენებას ეყრდნობა, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და ამბავმა მხოლოდ ახლა გაჟონა მედიაში.

 

ჩინეთის საელჩო კატმანდუში უარყოფს ნეპალის საზღვრის ხელყოფას, ნეპალის მთავრობას კი, BBC-ს კითხვებისთვის არ უპასუხია.

 

ორი ქვეყანა ერთმანეთთან 1 400 კილომეტრამდე სასაზღვრო ხაზს იზიარებს. ისინი საზღვარზე, რომელიც დღესაა ოფიციალურად აღიარებული, 1960-იან წლებში დადებული რამდენიმე ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმდნენ.

 

„სასაზღვრო ხაზის გარკვეული მონაკვეთები რთულად მისადგომ ადგილებშია, რაც, ზოგჯერ, ართულებს იმის გარკვევას, თუ სად მდებარეობს საზღვარი“, - წერს BBC.

 

 

big_banner
არქივი