logo_geo
CIA-ს კვლავ ამერიკელებზე თვალთვალში ადანაშაულებენ
- +

12 თებერვალი. 2022. 13:38

 

 

„აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA), რომლის ძირითადი ამოცანა უცხოური ორგანიზაციებისა და მოქალაქეების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზია, კვლავ რიგით ამერიკელებზე თვალთვალში ადანაშაულებენ“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ბრალდებებს ამჯერად ორი დემოკრატი სენატორი - რონ უაიდენი და მარტინ ჰაინრიხი აჟღერებენ.

 

1947 წლის წესდების თანახმად, CIA-ს აშშ-ის შიგნით ჯაშუშობა აკრძალული აქვს და მისია მხოლოდ შტატებს გარეთ თვალთვალს გულისხმობს.

 

სენატორების მტკიცებით, სააგენტო, ტელეფონებისა და ინტერნეტის მეშვეობით, აშშ-ის მოქალაქეებზე აგროვებს ინფორმაციას.

 

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებზე თვალთვალისა და მიყურადებისთვის პროგრამა PRISM გამოიყენება.

 

 

big_banner
არქივი