logo_geo
პარიზის ხიდის „შეყვარებულების ბოქლომებს“ აუქციონზე გაყიდიან
- +

14 მაისი. 2017. 02:18



ბოქლომებს, რომლებსაც პარიზის ცენტრში შეყვარებული წყვილები ხიდზე ამაგრებდნენ, აუქციონზე გაყიდიან.


„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ვაჭრობა დღეს გაიმართება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.


აუქციონზე სულ ბოქლომების 15 პანელია გატანილი. ბოქლომების ერთი შეკვრის ფასი 150-დან 200-ს ევრომდე იქნება, მთელი პანელი კი შესაძლოა, 5 ათასიდან 10 ათას ევრომდეც გაიყიდოს.


ათასობით ბოქლომი ხიდიდან, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, ორი წლის წინ მოხსნეს, რადგან მათი წონა 19-ე საუკუნის ნაგებობას ჩანგრევის საფრთხეს უქმნიდა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი