logo_geo
„თალიბანი“: ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს - შეშფოთებულნი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო
- +

25 თებერვალი. 2022. 14:11

 

 

ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თალიბები ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთ-უკრაინის ვითარებას და რომ ისინი შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო.

 

„თალიბანი“ სერიოზულად შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრით და მხარეებს მოლაპარაკებების გამართვისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი.

 

„ავღანეთის ისლამური საამირო კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, მოაგვარონ კრიზისი დიალოგისა და მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი