logo_geo
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: არმიამ ყველა მიმართულებით შეტევის ბრძანება მიიღო
- +

26 თებერვალი. 2022. 22:41

 

 

რუსეთის არმიამ ყველა მიმართულებით შეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, შეტევის გაგრძელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა კიევმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ტექნიკასა და ინფრასტრუქტურაზე მიიტანს იერიშს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

 

 

big_banner
არქივი