logo_geo
რობერტ დე ნირო: რაღაც უნდა გავაკეთოთ ამ ტიპის აგრესიის შესაჩერებლად
- +

1 მარტი. 2022. 14:34

 

 

მსახიობმა რობერტ დე ნირომ კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ისაუბრა და საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა.

 

„როდესაც უყურებ, რა ხდება უკრაინაში, უნდა ადგე და თქვა „ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს არასწორია“. რაღაც უნდა გავაკეთოთ ამ ტიპის აგრესიის შესაჩერებლად. საქმე დემოკრატიზაციას კი არ ეხება, არამედ იმას, რა არის სწორი და რა არა. ალბათ უფრო მკაცრი პოზიციაა საჭირო. საშინელებაა, რომ ბირთვული იარაღით იმუქრებიან. თუ მას გამოიყენებენ, ირგვლივ აღარავინ დარჩება. სამყარო ამ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. დემოკრატია არის ერთადერთი გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, რომ მსოფლიომ საღი აზრი შეინარჩუნოს“, - ამბობს მსახიობი.

 

 

big_banner
არქივი