logo_geo
„Apple“ რუსეთში გაყიდვებს აჩერებს და სერვისებს ზღუდავს
- +

2 მარტი. 2022. 10:10

 

 

კომპანია „Apple“ რუსეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას აჩერებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თავის განცხადებაში iPhone-ის მწარმოებელი განმარტავს, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და გვერდში უდგას მათ, ვინც ამ „ძალადობის შედეგად ტანჯვას განიცდის“.

 

ამასთან, რუსეთში შეიზღუდა სერვისები Apple Pay და Apple Maps.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „BMW“ რუსეთში წარმოებასა და ექსპორტს წყვეტს. რუსეთში თავისი წარმოების ფილმების ჩვენებაზე ჰოლივუდის კინოსტუდიებმაც უარი თქვეს.

 

 

big_banner
არქივი