logo_geo
ჟოზეფ ბორელი: ეს პუტინის ომია და პუტინმა უნდა შეწყვიტოს ის
- +

4 მარტი. 2022. 19:46

 

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინის განურჩეველი დაბომბვა შეწყვიტოს.

 

„ეს პუტინის ომია და პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

ჟოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დაწესდა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას უძლიერეს დარტყმას მიაყენებს.

„ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ და ქედს ვიხრით უკრაინელი ჯარისკაცების, უკრაინის მოქალაქეებისა და ხელისუფლების წინაშე. ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი ევროპის ისტორიაში. ერთობაა საჭირო იმის შესახებ, თუ როგორ მივაწოდოთ რაც შეიძლება სწრაფად უკრაინას იარაღი. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროკავშირი ამას პირველად აკეთებს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისთვის, ევროპისთვის და უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ განვიხილავთ ყველაფერს, ყველა ინსტრუმენტსა და მექანიზმს, მაგიდაზეა ყველაფერი“, - განაცხადა მან.

 

 

big_banner
არქივი