logo_geo
„Adidas“-მა რუსეთში მაღაზიები დახურა
- +

8 მარტი. 2022. 11:17

 

 

„Adidas“-მა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავის მაღაზიებში გაყიდვებს აჩერებს. გარდა ამისა, აღარ იმუშავებს ცნობილი ბრენდის ოფიციალური რუსული ონლაინ-მაღაზია.

 

ამასთან, კომპანია რუსეთში თავის თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს. მანამდე „Adidas“-მა განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან და ფეხბურთის კავშირთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

 

უკრაინაში ომის გამო, რუსეთში გაყიდვები უკვე შეაჩერეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა „Nike“, „Puma“, „H&M“, „Sephora“, „IKEA“, „Hermes“ და „Fazer“.

 

 

big_banner
არქივი