logo_geo
შარლ მიშელი: უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ და მოლდოვამ გააკეთეს - დღეს შესაძლებლობა გვაქვს ეს მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ
- +

10 მარტი. 2022. 22:23

 

 

„უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ და მოლდოვამ გააკეთეს - დღეს შესაძლებლობა გვაქვს ეს მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სტრატეგიული სამიტი და მათი მიზანია დაისახოს გეგმები და ნაბიჯები.

 

„პირველ რიგში ევროკავშირი ნაკლებად დამოკიდებული უნდა იყოს რუსულ ენერგორესურსებზე. უნდა ვიმსჯელოთ,თუ როგორ გავაძლიერებთ თავდაცვის შესაძლებლობებს. ძალიან რთული ვითარებაა, რადგან პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. განვიხილავთ ომის შედეგებს და გავლენებს. უკრაინამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. უკრაინასთან ერთად განაცხადი გააკეთა საქართველომ და მოლდოვამ. დღეს გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ ეს მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ნამდვილი მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდეს. ჩვენ ვართ ძლიერი, ერთიანი, მიზანდასახული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

big_banner
არქივი