logo_geo
რუსმა მომღერალმა ზემფირამ ახალი ვიდეოკლიპით უკრაინას მხარი დაუჭირა
- +

18 მარტი. 2022. 12:33

 

 

რუსმა მომღერალმა ზემფირამ ახალი სიმღერა, სახელად „ნუ ისვრი“ გამოუშვა, რომლითაც უკრაინას მხარი დაუჭირა და ქვეყანაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა. სიმღერის ვიდეოკლიპში უკრაინის ომის კადრებს, რუსეთის საპროტესტო აქციებსა და დაკავებულ რუს აქტივისტებს ვხედავთ.

 

მომღერალმა ბოლო პერიოდში თავისი YouTube-ის არხიდან ყველა ვიდეო წაშალა და მხოლოდ 2008 წელს გამოშვებული სიმღერა, სახელად „Вiдпусти“, დატოვა. ახლა კი მომღერლის ოფიციალურ YouTube-ის არხს უკრაინის მხარდამჭერი სიმღერაც დაემატა.

 

ამ მომენტში ზემფირას ინსტაგრამის პოსტებიც წაშლილია და მომღერალს მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერი ახალი სიმღერა და შავი კვადრატის ფოტო აქვს განთავსებული, რომელსაც „არა ომს“ აწერია.

 

 

 

 

big_banner
არქივი