logo_geo
რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და მამაკაცების ტანჯვა, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ ან ბომბებისგან გარბიან, ჩვენს სინდისს არყევს
- +

18 მარტი. 2022. 21:15

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმო.

 

რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელების იდენტობა, ისტორია და ტრადიცია თავდასხმის სამიზნე გახდა და ისინი თავიანთ მიწას იცავენ.

 

„ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და მამაკაცების ტანჯვა, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ ან ბომბებისგან გარბიან, ჩვენს სინდისს არყევს. კიდევ ერთხელ კაცობრიობას ემუქრება ძალაუფლების გაუკუღმართებული ბოროტად გამოყენება და პარტიული ინტერესები“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

 

big_banner
არქივი