logo_geo
კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია
- +

20 მარტი. 2022. 10:44

 

 

ჩეჩნეთის მეთაურმა შეცდომა დაუშვა, მას დაავიწყდა, რომ რუსეთში სიტყვა „ომი“ აკრძალულია. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

 

რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთი ომს აწარმოებს. თუმცა, მან მალევე შეასწორა სტატუსი. უცნაური შესწორება ტელეგრამის არხმა „კათარსისმა“ შეამჩნია.

 

როგორც უკრაინული გამოცემა უწოდებს კადიროვს, „პუტინის ქვეითმა“ გამოქვეყნებულ სტატუსში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი კადიროველების სამედიცინო დახმარებაზე ისაუბრა.

 

მან დაწერა, რომ „არ არსებობს ომი მსხვერპლის გარეშე“. კადიროვი მალევე მიხვდა, რომ აკრძალული სიტყვა გამოიყენა, რადგან რუსეთში უკრაინაზე თავდასხმას არა ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ.

 

 

რედაქტირების შემდეგ ტექსტის ეს ნაწილი ასე გამოიყურება: „არ არსებობს ბრძოლა მსხვერპლის გარეშე“.

 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს თითქმის ყველა კადიროველი, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერად იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინის 24-ის ეთერში უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.

 

ამის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩენი სამხედროები, სახელწოდებით „კადიროველები“ სამშობლოში დაბრუნდნენ 13 მარტს.

 

 

big_banner
არქივი