logo_geo
ალექსეი რეზნიკოვი: მარიუპოლის გმირი დამცველები მთელ უკრაინას გადაარჩენენ
- +

21 მარტი. 2022. 14:15

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მარიუპოლის გმირი დამცველები დღეს მთელ უკრაინას გადაარჩენენ.

 

„მტერი აღარ ოცნებობს კიევის აღებაზე, მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის მახლობლად, მიკოლაივის რეგიონში, ხერსონის ოლქში და ლუგანსკის ოლქში“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

 

მისი თქმით, მარიუპოლის დამცველები ანადგურებს მტრის გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით.

 

„მტრის გეგმები ნადგურდება და ჩვენი თავდაცვა უფრო აქტიურდება. მათი თავდადებისა და ზეადამიანური სიმამაცის წყალობით მთელ უკრაინაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. დღეს მარიუპოლი გადაარჩენს კიევს, დნიპროს და ოდესას, ეს ყველამ უნდა გაიგოს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ხერსონის, ენერგოდარისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც რუს ოკუპანტებს იარაღის გარეშე ებრძვიან, აჩვენებენ, რომ უკრაინელი ხალხის ნება ურღვევია.

 

„უკრაინელების ბრძოლა თავიანთი მიწისთვის აიძულებს მსოფლიოს საბოლოოდ გააცნობიეროს ის, რაზედაც ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით. გაეროს გენერალურმა მდივანმაც კი უკვე აღიარა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი“, - დასძინა მინისტრმა.

 

 

 

big_banner
არქივი