logo_geo
ზელენსკი ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს
- +

21 მარტი. 2022. 19:12

 

 

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მსახიობმა, ემი შუმერმა, რომელიც 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების თანაწამყვანია, მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ემიმ ოსკარის დაჯილდოების შესახებ, ყოფილი ჩარლის ანგელოზის, დრიუ ბერიმორს შოუს ესტუმრა და ისაუბრა, რომ ცერემონია კარგი შესაძლებლობა იქნება ზელენსკისთვის, რათა მილიონობით ამერიკელს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უამბოს. რა თქმა უნდა ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ იმას, რომ ნეგატიური ინფორმაცია და მსოფლიოში მთავარ მოვლენებს გაექცნენ და არ განიცადონ ეს ყოველივე.

მართალია, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ხალხს ყველაფრის დავიწყება და განტვირთვა სურს, მაგრამ საკმაოდ დიდ ზეწოლას ვგრძნობ, როცა ირგვლივ ამდენი საშინელება ხდება. ვფიქრობ, რომ ეს ცერემონია მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გასაკეთებლად კარგი საშუალებაა.

 

შეძლებს თუ არა, ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტი, რომ ოსკარის ცერემონიას დაესწროს, უცნობია. თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ომი თვის ბოლოს შესაძლოა დასრულდეს და იმედია ეს ასეც მოხდება.

 

შეგახსენებთ რომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება, თბილისის დროით 28 მარტს გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი