logo_geo
ბორისპოლის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს
- +

22 მარტი. 2022. 10:37

 

 

უკრაინის ქალაქ ბორისპოლის მერმა მოსახლეობას ქალაქიდან წასვლისკენ მოუწოდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ბორისენკომ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

 

„მივმართავ მშვიდობიან მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება, დაუკავშირდნენ ჩვენს ქოლ-ცენტრს და თუ შესაძლებელია, დატოვონ ქალაქი“, - აცხადებს მერი.

 

ბორისენკოს განმარტებით, რაც უფრო მცირეა ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობა, მით უფრო ადვილია შეიარაღებული ძალების მუშაობა.

 

 

big_banner
არქივი