„ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი გამოტყდა, რომ ტახტზე ასვლის შემდეგაც რეგულარულად მართავს სამგზავრო თვითმფრინავს. მონარქი თვეში ორჯერ მეორე პილოტად მუშაობდა ავიაკომპანია „KLM Cityhopper"-ის რეისებზე, თუმცა, არასოდეს ამჟღავნებდა თავის ვინაობას. მიუხედავად ამისა, მგზავრები ზოგჯერ მის ხმას ცნობდნენ", - ამის შესახებ BBC იუწყება.
მისი ამ გატაცების შესახებ 2013 წლამდეც იყო ცნობილი, ანუ მის მეფედ კურთხევამდე. თუმცა, ის რომ ვილე-ალექსანდერი დღემდე განაგრძობდა პილოტად მუშაობას, ფართო საზოგადოებამ მხოლოდ მისი აღიარების შემდეგ შეიტყო.
რამდენიმე ხნის წინ მონარქმა აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით იმუშავებდა Boeing 747-ის პილოტად.
მეფე ვილემ-ალექსანდერი მეფე მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დედამ, დედოფალმა ბეატრიქსმა 2013 წელს ტახტზე უარი თქვა. ამ წლის აპრილში მეფე 50 წლის გახდა.